ანდრია ჯაღმაიძე: შეიძლება, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში რაიმე რეკომენდაციები უფრო დაზუსტდეს და სავალდებულო შესასრულებელი გახდეს
“ხალხი გარეთაც ესწრება მსახურებას, შიგნით დისტანცია არის დაცული. მე მგონია, რომ დღეს რაც ვნახეთ სამებაში იყო სანიმუშო დისციპლინა და მრევლისგან დიდი პასუხისმგებლობა ჩანდა,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არცერთ ეკლესიას ზიარების წესი არ შეუცვლია და ვერანაირი მსახურების წესის ცვლილება სინოდის გადაწყვეტილებას ვერ გაცდება.
„ხალხი გარეთაც ესწრება მსახურებას, შიგნით დისტანცია არის დაცული. მე მგონია, რომ დღეს რაც ვნახეთ სამებაში იყო სანიმუშო დისციპლინა და პასუხისმგებლობა ჩანდა ძალიან დიდი მორწმუნე მრევლისგან. ნიშანდობლივია ისიც, რომ დღეისათვის არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია ზიარების წესი, რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ ყველას. რაც შეეხება აი ამ საიდუმლოს, ზიარებას, ეს არის მსახურების წესი, რომელსაც ვიცავთ სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში. ოქმში შეიძლება რაიმე რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს და ვთქვათ, თუ სარეკომენდაციო იყო მანამდე, გახდეს ლოცვა-კურთხევით სავალდებულო შესასრულებელი. სინოდის გადაწყვეტილებას ვერ გაცდება ჯერჯერობით ვერანაირი მსახურება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.