ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ოთხ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხები გახდა ცნობილი. ლუგარის ლაბორატორიის დასკვნის შედეგად, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
ოთხივე მათგანი დღეს კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომებით იმერეთის საკარანტინო ზონებიდან არიან გადაყვანილნი.როგორ კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისთვის კლინიკაში ახალი პაციენტები არ არიან.
შეგახსენებთ ,ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 16, კარანტინში 4695 მოქალაქე,ხოლო სტაციონარში 231 ადამიანი იმყოფება.