ზუგდიდში ეკლესია გაძარცვეს – დაწყებულია გამოძიება

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი გაძარცვეს,- ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ფეისბუქის ოფიციალურ  გვერდზე გაავრცელა.

“გაიძარცვა, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი. ტაძრიდან წაღებულია – ჯვარი, ხატი და საცეცხლური.
თუ ვინმეს შეუნიშნავს მსგავსი ნივთები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ”, – ნათქვამია, ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები