გორში, ცენტრალურ მოედანსა და თეატრის მიმდებარედ, მონიტორები დამონტაჟდება

გორში მოსახლეობა საინტერესო ინფორმაციას მალე ქუჩებში დამონტაჟებული მონიტორების საშუალებითაც გაეცნობა.

უზარმაზარი ეკრანები, რომლებიც ქალაქის ცენტრალური მოედანსა და გორის თეატრის მიმდებარედ დაიდგა, მალე აქტიურად ამუშავდება. თითოეული ეკრანის ზედაპირის ფართობი 18, 874 კვადრატული მეტრია, რაც ხელს შეუწყობს ტრანსლირებული მასალის შორი მანძილიდან აღქმას.

აღნიშნული ტექნიკური საშუალებები, რომელთა ღირებულებაც 148 320 ლარია, გორის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები