სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 442 ადამიანი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 442 ადამიანი იმყოფება.  ამის შესახებ  “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა, ნანა ოდიშარიამ განუცხადა..
მისი თქმითც ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით ზედამხედველობიდან 242 პირია მოხსნილი. ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში კარანტინის რეჟიმში 116 ადამიანი იმყოფება, მათ შორის საკარანტინო სივრცეში იძულების წესით 30 პირია გადაყვანილი.
რეგიონში ქალაქების მიხედვით მდგომარეობა ასეთია:

ზუგდიდში – 155 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 95, კარანტინში რჩება – 51.

აბაშაში – 39 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 15, კარანტინში რჩება – 11.

ფოთში – 61 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა -20, კარანტინშია- 8. მესტიაში – 1 პირია თვითიზოლაციაში, მოხსნილია – 9, კარანტინშია -2.

მარტვილში – 24 პირია თვიზოლაციაში, მოიხსნილი -25, კარანტინშია-10.

წალენჯიხაში – 35 პირია თვითიზოლაციაშია, ზედამხედველობიდან მოიხსნა -25 , კარანტინშია – 18.

ჩოროწყუში – 34 პირია თვიზოლაციაში, მოიხსნილია – 15, კარანტინშია – 12.

სენაკში – 54 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 22. კარანტინშია -1.

ხობში – 39 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა -17, კარანტინშია – 3.

“ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ ორი ახალი პაციენტი იქნა შემოყვანილი. ერთი ზუგდიდის სოფელ ახალკახათის მკვირდია, მეორე კი ჩხოროწყუდან”, – თქვა ნანა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სადიაგნოსტიკო ღონისძიებები მიმდინარეობს. ანამნეზი დადგენის შემდგომ გადაწყდება, გაიგზავნება თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზები.

რაც შეეხება, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 67 წლის მამაკაცს, რომელსაც ახალი კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, ის მკურნალობას განაგრძობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 5 საკარანტინე სივრცეა მოწყობილი, სამი ანაკლიაში და ორი მესტიის მუნიციპალიტეტში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ19-ის 85 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4534 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები