ბათუმში საცხოვრებელი სახლი იწვის – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე სახლი იწვის. საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

ამ ეტაპზე ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები