ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ოთხ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

“ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ერთი კლასტერიდან 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ პაციენტები თვითიზოლაციიდან ​ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს. ისინი თურქეთიდან 19 მარტს შემოვიდნენ.

პაციენტებს შორის ერთი მცირეწლოვანია, მათ შეყვანისას ცხელება და ხველა აღენიშნებოდათ. რაც შეეხება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 67 წლის მამაკაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, მკურნალობას განაგრძობს და მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 5 საკარანტინე სივრცეა მოწყობილი, სამი ანაკლიაში და ორი მესტიის მუნიციპაიტეტში. ამ ეტაპზე, რეგიონში ​ თვითიზოლაციში 409 პირი რჩება, აქედან 180-ს ​ თვითიზოლაციის პერიოდი მოეხსნა, ხოლო 109 პირი კარანტინში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები