სოფელ ზღვაიას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღვაიას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

როგორც წალენჯიხის მერის მოადგილე ცოტნე შონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძარი ეკალ-ბარდებს უკიდია.

“მდგომარეობას ართულებს ქარი, რომელიც ხანძრის ახალი კერების მიზეზი ხდება”-, აღნიშნა შონიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადგილზე ოთხი სახანძრო ჯგუფი მუშაობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია  და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები