მოხალისეებმა და “წითელი ჯვრის ” წარმომადგენლებმა ლანჩხუთის მოსახლეობას რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „წითელი ჯვრის” ლანჩხუთის ფილიალის წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტში შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფმა, სხვადასხვა ობიექტებთან შეკრებილ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება „ლიბერთი ბანკის” ტერიტორიაზე გამახვილდა, რადგან ამ ბანკის მომსახურებით ძირითადად რისკჯგუფის ადამიანები სარგებლობენ.
მოხალისეებმა მოქალაქეებს საქართველოს პრემიერ მინისტრთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესახებ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდეს, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID – 19 გავრცელების რისკი.