WHO G20-ის ქვეყნების ლიდერებს: ვირუსთან ომში ვიმყოფებით და მისგან გათავისუფლებას მხოლოდ ერთობლივი ძალებით შევძლებთ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადხან გებრეიესუსი დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებს კორონავირუსთან ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, საჭიროა ახალი მედპერსონალის მომზადება, კვლევითი შედეგების გაცვლა, ასევე, საწარმოო სიმძლავრეების დამცავი სამედიცინო საშუალებების შექმნისკენ იყოს მიმართული.
ამის შესახებ გებრეიესუსმა G20 ქვეყნის ლიდერების წინაშე გამოსვლის დროს თქვა.
“ვირუსთან ომში ვიმყოფებით, რომელიც დაყოფით გვემუქრება, თუ მას ამის საშუალებას მივცემთ. თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანია უკვე ინფიცირებული, 20 ათასზე მეტი სიცოცხლეს გამოესალმა. პანდემია ვითარდება. ყველა ქვეყანაში აგრესიული ქმედებების გარეშე მილიონობით ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს”, – თქვა გებრეიესუსმა.
მისი თქმით, ზომები, რომლებსაც დღეს ქვეყნები მიმართავენ მნიშვნელოვანია, თუმცა არ საკმარისი.
”ვერცერთი ქვეყანა დაამარცხებს ამ კრიზისს მარტო. ერთნი ვართ ამაში და მხოლოდ ერთობლივი ძალებით შევძლებთ მისგან გათავისუფლებას”, – აღნიშნა გებრეიესუსმა.