ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღებისთვის ემზადებიან

“უახლოეს დროში ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის ნაწილობრივი რეჟიმის გამოცხადება მოხდება”, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა.

“პრინციპში, კომენდანტის საათისა და ყველა საზღვრის ჩაკეტვის გარდა, ყველა სფეროში მოქმედებს შეზღუდვა. ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავარი სანიტრის რეკომენდაციის შესაბამისად, ყველა საჭირო ზომა მივიღეთ”, – თქვა ბგანბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი სანიტარი, ლუდმილა სკორიკი ამბობს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს რუსი კოლეგები თავიანთ ტერიტორიაზე უმკურნალებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა, როგორც მთავარმა სანიტარმა განაცხადა, ვირუსი არსებობს, მაგრამ არა –  დადასტურებულად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები