მარინა ეზუგბაია: ჩვენი პაციენტის ისტორია არ ცდება იმ წყაროს, რომელიც ჩვენთან იყო დადასტურებული აქამდე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან მათ ცენტრში ერთი პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, პაციენტის ისტორია არ ცდება იმ წყაროს, რომელიც კლინიკაში იყო დადასტურებული აქამდე.

„გუშინ დილით ვთქვით, რომ 77 დადასტურებული შემთხვევა იყო, დღეს დილას არის უკვე 81. ანუ ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ჩვენი ცენტრის პაციენტი. დანარჩენები განთავსებული არიან სხვა კლინიკებში. კოვიდს ემსახურება, ჩვენი ცენტრის გარდა, ექვსი სხვა ცენტრი.

მე არ ვიცი ყველა პაციენტის ისტორია, ჩვენი პაციენტების ისტორია არ ცდება იმ წყაროს, რომელიც ჩვენთან იყო დადასტურებული აქამდე. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები