ჯგუფ „სტუმრის“ ონლაინკონცერტი გაიმართება

27 მარტს, 20:00 საათზე, ჯგუფ „სტუმრის“ ონლაინკონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შესრულდება ძველი და ახალი კომპოზიციები. მათივე თქმით, კონცერტის მიზანია იზოლაციაში მყოფი ადამიანების გართობა და მათთვის კარგი განწყობის შექმნა.
ნინო ჯანჯღავა – ხმა, ფლეიტა, კლავიშები; მარინა ჯანჯღავა – ვიოლინო, ხმა; დავით ხოსიტაშვილი – გიტარა.
როგორც თავად მუსიკოსები ამბობენ, მათი შემოქმედება კონკრეტული ჟანრის კუთვნილება არაა.
ჯგუფი „სტუმარი“ 2002 წელს ჩამოყალიბდა. დაარსების დღიდან ჯგუფი ტრადიციულ ქართულ მოტივებთან შეჯერებულ თანამედროვე მუსიკას ქმნის. ჯგუფმა არაერთ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა: გერმანიაში, საფრანგეთში… ჩაწერილი აქვს ალბომები: „ბეწვის ხიდი“ და „დილა“.
კონცერტის ნახვა შესაძლებელია „სტუმრის“ ფეისბუქგვერდზე:
https://www.facebook.comstumariband/?__xts__[0]=68.ARBJ8xcpvm-PcZu-_eBQOrTv_Trj6L6o1E0A3Ofg2rr_xmL-9Wbbx2dKazJU1TeDPPAb8JPzcuqV8R84-2nFOKjCX4GP51yYyyWSvAKvBC8aE6iOt3_H9X0_qJnTUjTosj_KT6pDNFeUYeeElsXYKrIWGSzT5eDLYaid8q4WMdEYBiBmyRxT8tqHOcPpaGXvPwPGEPkLsnCU64t9M8b4X-1rZXZZV-CMEIZ0f53MdRop1b5LLltbnPCNDO7TfgqrhB011s_EotRS0J-1bWhADRY9j_1ebhXMuuye&eid=ARCud-Td6Q3jyjbXcJgkDJ-M3bNzU5tflorF9WUM6z7XL46P6Ed4t1QB4IhLlBtQlstDEg-yAV_Cj1Gs

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები