სოფელ ურბნისში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქარელის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მუშაობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა გულიაშვილი ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 26 927 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „თრიალეთი 2019″ ასრულებს.