ევროკავშირი და ნატო კორონავირუსს საერთო ძალებით შეეწინააღმდეგებიან

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი და ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

“ნატო-სა და ევროკავშირის თანამშრომლობა ამ მძიმე ვითარებაში მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდები ერთობლივ სამუშაოს გააძლიერებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში”, – ნათქვამია ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები