პაატა იმნაძე: ახლა პიარისა და ქულების დაწერის დრო არ არის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ უსაფრთხოების ნორმების დარღვევით პირბადეების დარიგების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო არ არის.

“ახლა პიარისა და ქულების დაწერის დროს არის. შეეძლოთ, კარდაკარ ევლოთ და ისე დაერიგებინათ ეს პირბადეები. ამისი შეგნება და ტვინი უნდა ჰქონდეთ. ეს არ გამოიწვევდა ამხელა ხალხმრავლობას”, -განაცხადა პაატა იმნაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები უსაფრთხოების წესების დარღვევით დაარიგეს, რადგან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება კანონით იკრძალება.

მანამდე, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ მოქალაქეებს პირბადეების ასაღებად ქალაქში გამოსვლისკენ მოუწოდა.
„ვისაც გჭირდებათ: ხვალ, 26 მარტს, 13:00 საათზე პირბადეების, ხელთათმანებისა და სადეზინფექციო ხსნარების კომპლექტები დარიგდება ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლის წინ. მიბრძანდით და აიღეთ“, – დაწერა წითლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები