პაატა იმნაძე: ექიმებს ტესტის აღებისას პაციენტები სახეში ახველებენ და გთხოვთ, აცადეთ მათ მშვიდად მუშაობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ყველას მოუწოდებს, რომ იმ ექიმებს, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ ავადმყოფებთან, მშვიდად მუშაობის საშუალება მისცენ. მისივე თქმით, მარნეულში ყველას უკეთდება კორონავირუსზე ტესტი, ვისაც კი სჭიდება.

“ნახონ, რა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა უმდიდრეს ქვეყანაში. ვისაც კი საჭიროა, ვუკეთებთ ტესტს, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ავადმყოფს პირს აღებინებენ, რომელიც ამ დროს ახველებს მათ სახეში. ეს ბუნებრივია, ჩემს თანამშრომლებს კი არაფრის  ეშინიათ. ხახაში უნდა ჩათხარონ ნიმუშის ასაღებად ჩხირები და აცადეთ, გთხოვთ, ამ ადამიანებს ნორმალურად მუშაობა”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები