თამარ გაბუნია: სწრაფი ტესტებით სარგებლობას მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფები და სიმპტომური პაციენტები შეძლებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით სწრაფი ტესტებით პირველი რიგის ტესტირება მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებსა და სიმპტომურ პაციენტებს შეეხება.

მისივე თქმით, სწრაფი ტესტები  არის PCR ტესტი, რომელსაც ძალიან მაღალი სარწმუნოობა აქვს.

“პირველი რიგის ტესტირება შეეხება მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებსა და სიმპტომურ პაციენტებს. სიმპტომების გარეშე ტესტის გამოყენება არ მოხდება, კვლავაც არის ცენტრალიზებული მექანიზმი ხარისხის უზრუნველყოფის ტესტირების და ასე გარკვეული პერიოდის მანძილზე გაგრძელდება. ეს არის PCR ტესტი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი სარწმუნოობა, ტესტის ტექნოლოგია არის აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ, ხდება ნაცხის გადატანა იმ აპარატში, რომელიც მუშაობს უფრო სწრაფად. მარნეულის გარდა, ამ ტესტებს გამოვიყენებთ ყველა სამიზნე ჯგუფში, ვიდრე ტესტის რაოდენობა ჩვენ ამის საშუალებას მოგვცემს. შევსებას ველოდებით და დამატებითი ტესტის დროს შემდეგი სამიზნე იქნება ის კლინიკები, სადაც ხვდებიან პაციენტები სიცხით”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები