ქედას მოსახლეობას მუნიციპალური ავტომობილები მოემსახურება

ქედაში, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას მუნიციპალური ავტომობილები მოემსახურება. ამის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილები მაქსიმალურად იქნას თქვენი საჭიროებისათვის გამოყენებული. ბოლო დღეებში ცხელ ხაზზე მოგვმართეს მოქალაქეებმა და არაერთი პრობლემური საკითხი გადავჭერით ამ მხრივ, პირადად საკრებულოს თავმჯდომარის, ამბულატორიებისა და მერიის სხვა სამსახურების ავტომობილების საშუალებით. გისურვებთ ჯანმრთელობას და მჯერა, ყველა შეზღუდვისა და რეკომენდაციის მაქსიმალური გათვალისწინებით, მალე შევძლებთ, გადავლახოთ არსებული გამოწვევები და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვეული რიტმით ყოველდღიური საქმიანობა. ერთმანეთის ზრუნვით, შევძლებთ პანდემიის დამარცხებას!”, – წერს ლევან გორგილაძე.

სურსათისა და სხვა აუცილებელი საჭიროებისთვის, სოფლიდან დაბაში გადაადგილებისთვის, ნებისმიერ პირს შეუძლია ცხელ ხაზზე (595 08 43 31), დარეკოს ან მერის წარმომადგენელს მიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები