მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი მარნეულის შესასვლელთან მედიის წარმომადგენელბს შეხვდა და მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაცია მიაწოდა. მისი განმარტებით, მათ, ვისაც ე.წ. სწრაფი ტესტები ჩაუტარდა, კოვიდ-19 არ დაუდგინდათ.
მერმა ბანკებთან შექმნილ ხალხმრავლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტ,ი შს სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სიტუაციას აკონტროლებს.
„სწრაფ ტესტთან დაკავშირებით იცით, რომ საველე ჰოსპიტალში პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთის მონაცემებით, არცერთ ადამიანს, ვისაც ტესტი ჩაუტარდა, ვირუსი არ დაუდგინდა. 19 დღის ბავშვის შედეგებიც არის და ვირუსი მასაც არ დაუდასტურდა.
რაც შეეხება ბანკებთან ხალხმრავლობას – ეს არის, თუმცა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სიტუაციას აკონტროლებს და დისტანცია ყველგან დაცულია. როგორც გუშინ და გუშინწინ, ხმოვანი ავტომობილი სამ ენაზე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას. ასევე, ორი დღეა, აზერბაიჯანულ, სომხურ ენაზე გაზეთებსა და ფლაერებს სოფლებში ვავრცელებთ“, – თქვა ზაურ დარგალმა.