მამუკა სალუქვაძე: საქართველოში არანაირი პესიმისტური სცენარისა და აპოკალიფტური სურათის დახატვის რეალური საფუძველი არ არსებობს

“არანაირი პესიმისტური სცენარისა და აპოკალიფტური სურათის დახატვის რეალური საფუძველი არ არსებობს საქართველოში”, – ამის შესახებ ურბანისტი მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მან “ფეისბუქპოსტში” აღნიშნა, მოცემულ სიტუაციაში მთავარი რეკომენდაციების დაცვაა.

“ჩინეთის მაგალითი ცხადად გვიჩვენებს, რომ არანაირი წლები არ სჭირდება ახალი ვირუსის დამარცხებასა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში გადაყვანას. იმ ინფორმაციით, რაც ვრცელდება, ჩინეთში უკვე საწარმოებიც იხსნება და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. ის კი არა, სხვა ქვეყნებს ეხმარებიან ვირუსის დამარცხებაში. ვფიქრობ, არანაირი პესიმისტური სცენარისა და აპოკალიფტური სურათის დახატვის რეალური საფუძველი არ არსებობს საქართველოში. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ საფრთხე უკვე დაძლეულია. უნდა ვიყოთ ფრთხილად, მკაცრად დავიცვათ რეკომენდაციები და იმედიანად, რომ ეს გამოწვევაც მალე გადაივლის”, – წერს მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები