პაატა ბაირახტარი: საწარმოების გაჩერება მაქსიმალურად დაგვაზიანებს
„მოსალოდნელი მწვავე ეკონომიკური პრობლემების პირობებში ნებისმიერი საწარმოს გაჩერება, მით უმეტეს ისეთის, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებული, დაუშვებელია“, -აცხადებს აფბა-ს ვიცეპრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი.
მისი თქმით, საქართველოში სრული დატვირთვით ექსპორტზე ორიენტირებული სულ რამოდენიმე მსხვილი საწარმო (ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, „აზოტი“, „საქნახშირი“, RMG Gold-ი,) საქმიანობს და მათი გაჩერება, ნებისმიერ შემთხვევაში, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს ქვეყნის ეკონომიკას.
მე, როგორც ეკონომისტი ნამდვლად არ ვემხრობი საწარმოების ხელოვნურად გაჩერებას, თუმცა, ცხადია, უმაღლეს დონეზე უნდა იქნას დაცული პროფილაქტიკური და სადეზინფექციო ზომები“, – აცხადებს ბაირახტარი.
მისი თქმით, ამ და სხვა ყველა საწარმოების ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები, უზრუნველყოს პერსონალის უსაფრთხოება და რამენაირად უნდა მოხერხდეს ისე, რომ საწარმოო პროცესი არ შეჩერდეს.