“არემჯი” კორონავირუსთან ბრძოლისათვის 1.000.000 ლარს გაიღებს
კომპანია “არემჯიმ” COVID – 19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 1.000.000 ლარი #StopCoV ფონდში გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
ცნობისათვის, #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერმინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.