პაატა იმნაძე: სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად

“სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პაატა იმნაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, დისტანცია მაქსიმალურად დაიცვან, მათ შორის, მეგობრებთან ურთიერთობისასაც.
„სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად.
გუშინ ერთმა თქვა, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთ და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება.
დღეს ჩვენ რა შემთხვევებიც გვაქვს, ძირითადად, ეს არის ოჯახური კლასტერები ან სამეგობრო წრეში გავრცელებული. თვითიზოლაციაში როდესაც არის ადამიანი, მაშინაც მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი, მათ შორის ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს შორისაც კი. ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ დაელაპარაკონ, მაგრამ მანძილი რომ დავიცვათ ლაპარაკის დროსაც, კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს დისტანცია არის, სულ მცირე, მეტრ-ნახევარი, დახურულ სივრცეში კი – ორი მეტრი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები