კახა კალაძე: დღეს ბევრი ადამიანი ტოვებს კარანტინს, თავიანთ საცხოვრებელ რაიონებში მათ დაბრუნებას დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს ბევრი ადამიანი ტოვებს კარანტინს და თავიანთ საცხოვრებელ რაიონებში მათ დაბრუნებას დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს.
დედაქალაქის მერის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვების დაწესება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
„დამატებითი შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. თუ იქნება რამე გადაწყვეტილება მიღებული, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. თქვენ იცით, რომ საკარანტინე ადგილები იყო გამოყოფილი ადამიანებისთვის. დღეს ბევრი ადამიანი ტოვებს კარანტინს. რეგიონებიდან თბილისში, სხვადასხვა სასტუმროში განთავსებული ადამიანების თავიანთ საცხოვრებელ რაიონებსა და ქალაქებში გადაყვანას დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს“, – განაცხადა კახა კალაძემ.