მარინა ეზუგბაია: ჩვენს ცენტრში მოთავსებული ასაკოვანი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
“ჩვენს ცენტრში მყოფი, კორონავირუსით დაინფიცირებული ასაკოვანი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც სხვა დაავადებებიც აღენიშნება, მძიმეა, შედეგების პროგნოზირება შეუძლებელია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს დილით კორონავირუსის დიაგნოსტირების მიზნით ანალიზების აღება 10 პაციენტზე მოხდება.
“ამ ეტაპზე, ქვეყანაში არის 73 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 42 ჩვენს ცენტრშია. გუშინ საღამოს შემდეგ კიდევ ახალი 3 შემთხვევა დაემატა, აქედან 2 ჩვენი ცენტრის შემთხვევაა. გუშინ ჩვენს ცენტრში, როგორ წესი, ორ ეტაპად ჩატარდა ტესტირება 21 პაციენტზე და ჯამურად სამთან მივიღეთ დადებითი პასუხი. დღეს დილით უკვე 10 პაციენტზე ხდება ტესტირებისთვის ანალიზის აღება.
რას შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას – ყველაზე მძიმე ასაკოვანი ქალის მდგომარეობაა, რომელიც რისკისშემცველია ასაკისა და თანარსებული დაავადებების გამო, ნერვოლოგიურადაა მძიმედ ავად, პარალელურად, გულსისხლძარღვთა დაავადება აღენიშნება, დღეისათვის შემიძლია გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს და, ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, უკვე სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება. წარმოებს მისი მკურნალობა, შედეგების პროგნოზი შეუძლებელია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.