ამირან გამყრელიძე: ჩინეთიდან საქართველოსკენ სწრაფი ტესტების გარკვეული მარაგი უკვე დაძრულია

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთიდან საქართველოსკენ სწრაფი ტესტების გარკვეული მარაგი უკვე დაძრულია.

როგორც გამყრელიძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა, მისი ინფორმაციით 200 000 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტია შეკვეთილი.

“მე როგორც მაქვს დღეს ინფორმაცია, ჩინეთიდან საქართველოსკენ სწრაფი ტესტების გარკვეული მარაგი უკვე დაძრულია. სამინისტროსგან როგორც ვიცი, შეკვეთილია 200 000 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი და ასევე რამდენიმე ათეული ათასი ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტი. რაც შეეხება ოქროს სტანდარტის ტესტებს ანუ პისიარ ტექნოლოგიას მისი მარაგი დღეს საკმარისად გვაქვს”,- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები