გოჩა კელენჯერიძე მთავრობას ღია წერილით მიმართავს
ზვიად გამსახურდიას მთავრობის ყოფილი წევრი და თანამებრძოლი გოჩა კელენჯერიძე საქართველოს პრემირ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობას ღია წერილით მიმართავს. წერილს შინაარს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„მოგახსენებთ, რომ თბილისის ქუჩებში დადიან საშიში და საშინელი ტერორისტები, როგორებიც არიან თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი. მათ ასიათასობით უიარაღო და მშვიდობიანი თბილისელის თვალწინ დახვრიტეს – თავისუფალ მოქალაქეთა მიტინგი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ საკუთარ საარჩევნო ხმას და საქართველოს დამოუკიდებლობას – 1992 წლის 2 თებერვალს.
ამ შულავერის კომიტეტის მიერ დახვრეტილ იქნა ჩემს თვალწინ ასეულობით ქართველი და მათ შორის ათეულობით სტუდენტი ახალგაზრდა, რის გამოც – როგორც ამ კრიმინალის უშუალო მოწმე, გიცხადებთ მზადყოფნას სასამართლო ჩვენებისათვის თ. სიგუას და თ. კიტოვანის წინააღმდეგ და მოვითხოვ თქვენგან და საქ. სამართალდამცავი ორგანოებისგან შესაბამის რეაგირებას. დააპატიმრეთ თ. კიტოვანი და თ. სიგუა დაუყოვნებლივ, რადგან სწორედ ამ ჯალათების ხელშეუხებლობა და პრივილეგიებია დღესაც ის მთავარი მიზეზი, რაც აქამდე გვანადგურებდა და კვლავ გაგვანადგურებს – სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვალსაზრისით – და ამ ბოროტებას – ბოროტების დაუსჯელობის ფაქტი და სინდრომი ჰქვია საქართველოში.
მიბაძეთ ინგლისს, ბატონო პრემიერო და საქ. ხელისუფლების წარმომადგენლებო, რადგან კარგად მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად ამ ანტიდემოკრატიული კოაბიტაციური რეალობისა, რაც დღეს მიმდინარეობს საქართველოში – ქართველი ერის მდევნელ მწამებელ ნაცბანდასთან თანამშრომლობით – ისევე, როგორც პირადად თქვენ, იმედს ვიტოვებ და დანარჩენ დახვრეტილ საქართველოს – გვაქვს ნება, რომ არ ვიცხოვრებთ არასოდეს მშვიდობიანად საქართველოს ამაოხრებელ ტერორისტებთან – თ. სიგუას და თ. კიტოვანთან – დღესაც რომ ხვრეტენ ჩემს თვალწინ 17 წლის მედროშე – მამუკა ტერაშვილსა და დანარჩენ საქართველოს და დღესაც მას შემდეგ და ამიტომ ყოველდღე – “ძილში“ და ჩვენი ყოფის ამ ცეცხლოვან ღვიძილში, რომ ვპირდებით დახვრეტილ საქართველოს დანარჩენი ქართველობა – “გავაგრძელებთ!,.“
ამ მიტინგსაც ხვრეტდნენ პირადად გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე და დღევანდელი ე.წ. ცნობად სახეთა სხვა “ღირსეული“ წარმომადგენლები, რასაც ასიათასობით ქართველთან ერთად დავადასტურებთ სასამართლოსა და ყველა თავისუფალი ადამიანის წინაშე.
თბილისის სისხლში ჩახშობით ჯერი შემდეგ სამეგრელოზე მიიტანეს – მთელი სისასტიკით და მოდიოდა სისხლის მდინარეები საქართველოში, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის საქართველოში სამართლიანობის აღდგენის სახალხო გზა – რომელიც ყველაფერს ხედავს, ინიშნავდა და მიაღწევს მიზანს – ბედნიერი ქართველების საქართველო, რომ ჰქვია და რისთვისაც უნდა იღწვოდეს საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება დღენიადაგ და მხოლოდ და – რასაც არავის დავუთმობთ და დავანებებთ” – აღნიშნულია გოჩა კელენჯერიძის მიერ გავრცელებულ ღია წერილში.