ნათია თურნავა: ობიექტები, რომლებიც დახურულია საგანგებო მდგომარეობის გამო, მუშაობის თვითნებურად განახლების შემთხვევაში, დაჯარიმდებიან
“ობიექტებზე, რომლებიც დახურულია საგანგებო მდგომარეობის გამო, მუშაობის თვითნებურად განახლების შემთხვევაში, გარკვეული ჯარიმების სისტემა იქნება გათვალისწინებული”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებული კონტროლია ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.
„ძალიან მკაცრი კონტროლია, განსაკუთრებით, ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. ამ კონტროლს ახორციელებენ გაერთიანებული ჯგუფები ჩვენი ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით. იქ არის უფრო მკაცრი აკრძალვის რეჟიმი და ის წარმოებები და ის ობიექტები, რომლებიც არ შედის საგამონაკლისო ჩამონათვალში, არ არის დაკავშირებული კვების მიწოდებასთან, ელექტროენერგიის, გაზისა და საწვავის მიწოდებასთან და მათი საქმიანობა არის დახურულ სივრცეში, ასეთი საქმიანობა დროებით არის შეჩერებული და, თვითნებურად ამუშავების შემთხვევაში, იქნება გარკვეული ჯარიმების სისტემა გათვალისწინებული. დანარჩენ საქართველოში ასეთი ობიექტების ჩამონათვალი არის არცთუ ისე დიდი, აქაც არის გათვალისწინებული ჯარიმები და ამასაც ჩვენ ვაკონტროლებთ“, – განაცხადა თურნავამ.