ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლებისთვის დაიხურა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის ზვიად ქარჩავას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარობის გამოცხადებისთანავე, ბაღის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგანგებო რეჟიმის დასრულებამდე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი , ვიზიტორების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაეხურათ.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეხურა დროებით, ვიდრე საგანგებო მდგომარეობაა. გავუშვით ყველა თნამშრომელი, ადმინისიტრაციაში სულ სამი ადამიანი ვრჩებით და ასევე, ადგილზე რჩება დაცვის სამსახური”,- განაცხადა ზვიად ქარჩვამ.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 1 თვით, 22 აპრილამდე გამოცხადდა.