ბესიკ თამლიანი გლდანის საპატიმროს 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დღეს დატოვებს

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი გლდანის ციხეს დღეს დატოვებს,- ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი ორი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თამლიანს 4000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.

გირაოს თანხა ბესიკ თამლიანმა 25 დღის ვადაში უნდა დაფაროს.

ადვოკატი გლდანის ციხეში მიდის, საიდანაც  თამლიანის გათავისუფლება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები