ესპანეთში კორონავირუსით თითქმის 4 ათასი ექიმია ინფიცირებული
“ესპანეთში კორონავირუსით თითქმის 4 ათასი ექიმია ინფიცირებული”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების პრევენციის საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა, ფერნანდო სიმონმა.
მისი ინფორმაციით, ვირუსით 3910 მედიკოსია ინფიცირებული.
გასულ კვირას ბასკეთში 52 წლის მედდა გარდაიცვალა.
სიმონის თქმით, საავადმყოფოები ისევ გადატვირთულია, პიკი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას იქნება.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ მადრიდში არაკრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს სასტუმროებში გადაჰყავთ, გარდა ამისა, პაციენტების მიყვანა ხდება საგამოფენო კომპლექს Ifema-ში, სადაც 5500 პაციენტის მოთავსების შესაძლებლობა იქნება.