გიორგი გახარია: სწრაფი ტესტები პოლიტიკური ინსტრუმენტია ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს
“სწრაფი ტესტები არ არის პანაცეა, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისა, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ამ სწრაფ ტესტს შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს და რა სტრატეგია არის აღებული ქვეყანას, გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ დაგვიანდა სწრაფი ტესტების შემოტანა, ამბობს, რომ არ დაგვიანდა და ვინც ამ კითხვას სვამს, წარმოდგენა არ აქვს, როგორი იყო მარნეულის ქეისის განვითარება.
„სირცხვილია, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ცდილობენ, ზოგი დამატებით მოგების მიღებას და ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ფინანსური მოგება, თუ დამატებითი პოლიტიკური დივიდენდები, როდესაც ადამიანებს ასე უჭირთ, ყოველდღიურად. ჩვენ ვშრომობთ და ვმუშაობთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, არანირი ბენეფიტები არ გვაინტერესებს, რომ როგორმე მინიმალური დანაკარგებით ჯანმრთელობისა და ეკონომიკისთვის, გავუძლოთ და ვუპასუხოთ ამ გამოწვევას”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.