ახალციხეში უფასო სასადილოს მარტოხელა ბენეფიციარებისთვის კუთვნილი საკვების ბინაზე მიწოდება დაიწყო
ახალციხეში უფასო სასადილოს მარტოხელა ბენეფიციარებისთვის კუთვნილი საკვების ბინაზე მიწოდება დაიწყო.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლში“ დროებით ახალი წესი ამოქმედდა. უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს, ადგილზე კვების ნაცვლად, კუთვნილი ულუფა სპეციალური კონტეინერებით მიეწოდებათ.
“სათნოების სახლს“ 190 ბენეფიციარი ჰყავს, საიდანაც 31 ბენეფიციარი 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცია. მათთვის კუთვნილი საკვების ბინაზე მიწოდებას მერიის თანამშრომლები და მოხალისეების ჯგუფი ყოველდღიურად უზრუნველყოფს.