კახა კალაძე: მოხალისეები, რომელთაც ერთობლივად დავატრენინგებთ, ხანდაზმულ მოქალაქეებს, გარკვეული პერიოდულობით, ამანათებს მიუტანენ

“ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, მაქსიმალური ზრუნვა გამოვიჩინოთ ხანდაზმულ მოქალაქეებზე, რომლებიც, ვირუსის გავრცელების კუთხით, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიასა და “წითელი ჯვრის” ორგანიზაციას შორის ფორმდება მემორანდუმი, რომლის თანახმადაც მოხალისეები ხანდაზმულ მოქალაქეებს, გარკვეული პერიოდულობით, ამანათებს მიუტანენ.

„ასეთ რთულ პერიოდში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას საჭიროებენ. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, მაქსიმალური ზრუნვა გამოვიჩინოთ ხანდაზმულ მოქალაქეებზე, რომლებიც, ვირუსის გავრცელების კუთხით, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიასა და “წითელი ჯვრის” ორგანიზაციას შორის ფორმდება მემორანდუმი, რომლის თანახმადაც მოხალისეები, რომელთაც ერთობლივად დავატრენინგებთ, ხანდაზმულ მოქალაქეებს გარკვეული პერიოდულობით, ამანათებს მიუტანენ. პირველ ეტაპზე, შემუშავდება ამანათების ფორმა, რომელიც საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და მედიკამენტებს მოიცავს. ჩვენი მარტოხელა ხანდაზმული მოქალაქეები მოხალისეების საშუალებით ამანათებს მიიღებენ, რათა მათ სახლიდან გასვლა არ მოუწიოთ. ასევე, სადაც ამის საშუალება იქნება, მოხალისეები მათ ნაცვლად გავლენ სახლიდან და გარკვეულ საბაზისო საჭიროებებს მოუგვარებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები