ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა – ეს გახლავთ ოჯახი, რომელმაც იმოგზაურა აშშ-ში
“სამი ახალი შემთხვევა არის არაევროპული ეტიმოლოგიის. ეს გახლავთ ოჯახი, რომელმაც იმოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყველა პიროვნება, რომელიც ოჯახთან კონტაქტში იყო, იდენტიფიცირებულია.
„სამი ახალი შემთხვევა არის არაევროპული ეტიმოლოგიისა. ეს გახლავთ ოჯახი, რომელმაც იმოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტზე, არის იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის.
ასევე, გვაქვს ახალი სავარაუდო მეოთხე შემთხვევა აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუსტ ინფორმაციას ამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული.