კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით ევროპამ ჩინეთს გაასწრო

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროპის ეკონომიკურ ზონასა და ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი ჩინეთში დაფიქსირებულ მაჩვენებელს აღემატება.

​აღნიშნულზე მიუთითებს ის ციფრები, რომლებიც ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის საიტზე განთავსდა.

19 მარტის მდგომარეობით, 31 ევროპული ქვეყნიდან მიღებული მონაცემის მიხედვით, ინფიცირებულია 82 869 ადამიანი და 4089 პაციენტია გარდაცვლილი.

ჩინეთში ინფიცირებულთა რიცხვი 81 ათასამდე ადამიანს შეადგენს, 3,2 ათასი გარდაიცვალა, 70, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ქვეყნის ხელისუფლებამ 19 მარტს განაცხადა, რომ ხუბეის პროვინციაში არცერთი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები