ახალციხის “სათნოების სახლის” ბენეფიციარები საკვებს სახლში მიიღებენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დროებით ახალი წესი ამოქმედდა.  ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლში“. უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს ადგილზე კვების ნაცვლად, კუთვნილი ულუფა სპეციალური კონტეინერებით მიეწოდებათ.

“სათნოების სახლს“ 190 ბენეფიციარი ჰყავს, საიდანაც 31 ბენეფიციარი 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცია. მათთვის კუთვნილი საკვების ბინაზე მიწოდებას მერიის თანამშრომლები და მოხალისეების ჯგუფი ყოველდღიურად უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები