ბაღდათში სამარშრუტო ტაქსების მომსახურება დროებით შეჩერდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით,
კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში სამარშრუტო ტაქსების მომსახურება დროებით შეჩერდა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება თვითმმართველობამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.

ეპიდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს 55 ბენეფიციარი შინ წაღების სერვისით სარგებლობს. ასევე, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და მოხალისეები გაუწევენ.

როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ გოგსაძე აცხადებს,  ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში ეპიდემია არ გავრცელდეს.  ყოველდღიურად ხდება სასურსათო და კვების  ობიექტების შემოწმება. ასევე, ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები