გიორგი შენგელია: მინდა დავამშვიდო მოქალაქეები, მუნიციპალიტეტში სასურსათო დეფიციტი არ გვაქვს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი , გიორგი შენგელია და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედ ქსელური მარკეტებისა და ცენტრალური ბაზრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებული სასურსათო მარაგისა და ფასების რეგულირების საკითხი განიხილეს.

როგორც მარკეტების მენეჯერებმა აღნიშნეს, მუნიციპალიტეტში სასურსათო მარაგის პრობლემა არ დგას და შემოტანის პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. მათივე თქმით, ინტენსიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოებიც.

როგორც გიორგი შენგელიამ განაცხადა, მუნიციპალიტეტში სასურსათო მარაგის პრობლემა არ დგას და ამ მხრივ სტაბილური ვითარებაა.

“მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და ვუთხრა, რომ არანაირი სასურსათო დეფიციტი არ გვაქვს მუნიციპალიტეტში”, – აღნიშნა შენგელიამ.

შეხვედრაზე მერმა მეწარმეებს მოუწოდა, რომ  პროდუქტზე ფასების ხელოვნური ზრდა არ დაუშვან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები