ირაკლი სესიაშვილი: მთავრობის რეკომენდაციებით, გარკვეულწილად, შექმნილია მოცემულობა, სადაც საგანგებო მდგომარეობის ელემენტებს ვიყენებთ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მთავრობის შესაბამისი რეკომენდაციებით, გარკვეულწილად, შექმნილია მოცემულობა, სადაც საგანგებო მდგომარეობის ელემენტებია გამოყენებული.

მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბალანსი – ერთი მხრივ, იზრუნოს მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე და, მეორე მხრივ, ქვეყნის განვითარება არ უნდა შეფერხდეს.

„მთავრობის შესაბამისი რეკომენდაციებით, გარკვეულწილად, შექმნილია მოცემულობა, სადაც საგანგებო მდგომარეობის ელემენტებს ვიყენებთ. კარგია, რომ საზოგადოება დაწესებულ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს იღებს სწორად. ყველას ესმის, რომ ეს საფრთხე არის სახელმწიფოსა და თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ მიმართული. გუშინ პრემიერმა თქვა და მეც მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ამოცანაა არსებულ გამოწვევას ვებრძოლოთ ჩვენი მთელი რესურსითა და შესაძლებლობებით, თუმცა გვქონდეს მინიმალური ზარალი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და მოვახერხოთ ბალანსის დაცვა, რომ, ერთი მხრივ, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი ჯანმრთელობა და, მეორე მხრივ, შევინარჩუნოთ ქვეყნისთვის საჭირო სასიცოცხლო ელემენტები, რაც არ შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები