“პაციენტები, რომელთაც ექნებათ მსუბუქი გამოვლინება, ოჯახის ექიმის მომსახურებას მიიღებენ სახლში”
“ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ კორონავირუსის მსუბუქი გამოვლინება, ოჯახის ექიმის მომსახურებას სახლში მიიღებენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა განმარტა, რომ კორონავირუსის მიმდინარეობა პაციენტების 80-82 პროცენტში მსუბუქად მიმდინარეობს.
„კორონავირუსის სახლში მართვა გულისხმობს იმას, რომ თქვენ იცით, 80-დან 82 პროცენტამდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ მსუბუქი გამოვლინება, ოჯახის ექიმის მომსახურებას მიიღებენ სახლში“, – განაცხადა ტიკარაძემ.