გორში ქურდობისთვის 1 პირი დააკავეს (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ნ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, საიდანაც ლეპტოპი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.პოლიციამ მოპარული ლეპტოპი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.