ტექნიკური უნივერსიტეტი უცხოეთში სასწავლებლად მყოფი სტუდენტებისთვის გარკვეულ შეღავათებს დააწესებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იმ სტუდენტებს, რომლებიც „ერაზმუს პლუსის“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში იმყოფებიან, ასევე, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციისა (CERN) და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საერთაშორისო პროგრამებში არიან ჩართული, გარკვეულ შეღავათებს დაუწესებს, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, ის სტუდენტები, რომლებიც, ამ ეტაპზე, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, იძულებულნი არიან, „ერაზმუს პლუსის“ პროგრამით უცხოეთის უნივერსიტეტებში მიმდინარე სასწავლო პროცესი, ასევე, CERN-ისა და DAAD-ის საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში მიმდინარე სასწავლო-კვლევითი სამუშაოები ვადაზე ადრე შეწყვიტონ, საქართველოში დაბრუნებისთანავე შეუფერხებლად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და ისარგებლებენ ინდივიდური გრაფიკით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები