გორში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

გორში, წერეთლის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. როგორც რეგიონულ “კვირას” ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევა, სავარაუდოდ,  დღეს გამთენიისას მოხდა.

შემთხვევის ადგილზე დილიდანვე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. თავად მაღაზიის მეპატრონე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიიდან 1 ცალი ლეპტოპია წაღებულია. როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, საქმის გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე 2 ნაწილის, ბ  ქვე -პუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები