გიორგი გახარია: საბედნიეროდ, იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როდესაც საეკლესიო სფეროში ჩვენ შეგვიძლია, გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ
“საბედნიეროდ, იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როდესაც საეკლესიო სფეროში ჩვენ შეგვიძლია ,გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას განმარტებით, ამ მიმართულებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.
„მთავრობამ უკვე გასცა რეკომენდაციები, დახურულ სივრცეში დიდი ღონისძიებების არ გამართვის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ბევრი ტრადიცია გაგვაჩნია და ამ ტრადიციების აღსრულებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ რეკომენდაციებს გავცემთ და ამას გავაგრძელებთ. თუმცა იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როდესაც ამ სფეროში ჩვენ შეგვიძლია გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ, საბედნიეროდ. თუმცა, ჩვენ გარკვეულ კონსულტაციებს ვმართავთ და გავაგრძელებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.