ცაგერის მუნიციპალიტეტში მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარდათ
ცაგერის მუნიციპალიტეტში, კონორავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, 20-კაციანი მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა. მოხალისეები საჭიროების შემთხვევაში იმ ადამიანებს დაეხმარებიან, ვისთვისაც ეს საჭირო გახდება.
ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ნაილი ფუტკარაძემ მოხალისეებს დღეს ტრენინგი ჩაუტარა და ის სპეციფიკა გააცნო, რომლითაც მოხალისეებს შეეძლებათ ეპიდემიის ფაქტების შემთხვევაში ადამიანების დახმარება.
ცაგერში, ამ მომენტისთვის, თვითიზოლაციაში 3 ადამიანი რჩება.