ქუთაისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის სერვისის მომწოდებელ დღის ცენტრებში მუშაობა შეჩერდა

ქუთაისში, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის პარალელურად, მუშაობა დღის ცენტრებშიც შეჩერდა.

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია ​იმ დღის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის სერვისის მომწოდებლები არიან.

“დღის ცენტრების მომსახურებით ბავშვების ის კონტიგენტი სარგებლობს, რომელთა განვითარებისთვის  აქ გატარებულ ყოველ საათს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომ არ დაზარალდებიან არც ბავშვები და არც ის პროფესიონალები, რომლებიც მათთან მუშაობენ”, – აცხადებს ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია.

მერის გადაწყვეტილებით, დღის ცენტრებს შეუნარჩუნდებათ მარტის თვის ანაზღაურება იმ პირობით, რომ პროგრამით გათვალისწინებული 20 საათის ანაზღაურებას ისინი მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით უზრუნველყოფენ. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ხელფასი შეუნარჩუნდებათ იმ დასაქმებულ პირებს, რომელთა ანაზღაურებაც დამოკიდებულია შესრულებულ საათებზე. გრაფიკი შეთანხმებული იქნება მშობლებთანაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები