მამუკა მდინარაძე: გადაჭრით და გადაწყვეტილად ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად, უმოკლეს დროში გადავალთ დისტანციურ გადაწყვეტილებებზე

“არსებობს როგორც სამართლებრივი, ასევე – ტექნიკური რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც დაჩქარებული წესით ერთ კვირაში ეს კანონპროექტი მიღებულ იქნას და დისტანციურ რეჟიმში გადავიდეთ, ეს გამორიცხულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა რომ მარტივი ყოფილიყო, თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას წინმსწრებად მიიღებდა.

„არსებობს როგორც სამართლებრივი, ასევე – ტექნიკური რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც დაჩქარებული წესით ერთ კვირაში ეს კანონპროექტი მიღებულ იქნას და დისტანციურ რეჟიმში გადავიდეთ, ეს გამორიცხულია. ჩვენ, უბრალოდ, დავაზღვიეთ დრო, რომ თუ ტექნიკური საშუალებები იქნა, თუ შესაბამისი სპეციალისტები დადებენ დასკვნებს, რომ ეს რისკებს, მათ შორის, თუნდაც, ტექნიკურს გამორიცხავს, ამ შემთხვევაში შეიძლება ამაზე სერიოზულად საუბარი, თორემ დღეს ჩვენ ასე გადაჭრით და გადაწყვეტილად ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად, უმოკლეს დროში გადავალთ დისტანციურ გადაწყვეტილებებზე. ეს რომ მარტივი ყოფილიყო, თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა წინმსწრებად. მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც დავდეთ პროექტი, რომ თუ რისკების დაზღვევა შესაძლებელი იქნა, დროში დაგვესწრო და ყოფილიყო ინიცირებული”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები