მარინა ეზუგბაია: ორ პაციენტთან დაკავშირებით განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა

“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტთან დაკავშირებით გვაქვს მდგომარეობა, რომ განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიას თქმით, მეორე პაციენტს, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს გუშინ ტესტი ჩაუტარდა და პირველადი ტესტირებით კორონავირუსზე პასუხი უარყოფითია.

„შემიძლია ახალი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ. მეორე პაციენტთან, რომელსაც აქვს ირანის მოგზაურობის ისტორია, მეთხუთმეტე დღეზე, გუშინ ჩატარდა ტესტირება და პირველადად უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. პირველადი ურყოფითი პასუხი ძალიან კარგია, თუმცა 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ გამოჯანმრთელდა. ამ ორ პაციენტთან დაკავშირებით გვაქვს მდგომარეობა, რომ განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები